Liberty Tour

ტური სვანეთში

მარშრუტი: თბილისი - მესტია - უშგული - თბილისი (1200 კილომეტრი)
სახეობა : კულტურულ–შემეცნებითი

ხანგძლიობა: 4 დღე

სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი

 

 

 განთავსება: საოჯახო სასტუმრო

 კვება: ორჯერადი ან სამჯერადი

ტურისტების რაოდენობა: 7-20 კაცი

სერვისი: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურეობა, საოჯახო სასტუმროში სამჯერადი კვება, მუზეუმებში შესასვლელი ბილეთი)

ტურის მოკლე აღწერა:
1 დღე: 7:00 გასვლა თბილისიდან
. გაჩერება ქალაქ ზუგდიდში და თავად დადიანების სახლმუზეუმის დათვალიერება
. გაჩერება ენგურჰესის კაშხალთან
. გაჩერება კვებისათვის (საკუბდარეში)
. მესტიაში დაბინავება საოჯახო სასტუმროში
. 21:00 ვახშამი

2 დღე:
. 9:00 საუზმე
. მესტიის კულტურული ძეგლების დათვალიერება: ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, X-XII საუკუნეები; მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი; სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; მარგიანების უძველესი საცხოვრებელი კომპლექსი. ბეთქილის მჟავე წყლის დაგემოვნება
. 15:00 სადილი საოჯახო სასტუმროში
. 16:00 გასვლა სოფელ ლატალში (8კმ) და კულტურული ძეგლების დათვალიერება: მაცხოვრის ეკლესია, მთავარანგელოზის ეკლესია, წმ.იონა წინასწარმეტყველის ეკლესია, X-XII საუკუნეები
. 21:00 ვახშამი საოჯახო სასტუმროში.

3 დღე:
. 08:00 საუზმე
. 08:40 გამგზავრება უშგულში (48კმ)
. გაჩერება სიყვარულის კოშკთან
. უშგულის კულტურული ძეგლების დათვალიერება (ღვთისმშობლის ეკლესია–ლამარია, არქეოლოგიური მუზეუმი, თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები, მაცხოვრის სახელობის ეკლესია სოფელ მურყმელში, წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია სოფელ მურყმელში, მაცხოვრის სახელობის ეკლესია სოფელ ჩვიბიანში, მაცხოვრის სახელობის ეკლესია სოფელ ჟიბიანში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ჟიბიანში, ეკლესია სოფელ ჩაჟაში).
. პიკნიკი
. დაბრუნება საოჯახო სასტუმროში
. 21:00 ვახშამი

4 დღე:
.08:00 საუზმე
.08:40 დაბრუნება თბილისში.

 
 

41 Vazha Pshavela Ave.,

Tbilisi 0177, Georgia

+995 322 251613

+995 577 720034 (mob.)

+995 577 720066 (mob.)

+995 599 985484 (mob)

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.