Liberty Tour

Материалы

სიჯესი

Thumbnail image

სიჯესი (Sitges) პატარა ქალაქია ესპანეთში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 35 კმ ბარსელონადან. ეს ქალაქი ცნობილია ულამაზესი სანაპიროებით ( 17 სანაპიროა, აქედან 6 სანაპირო ზოლს მინიჭებული აქვს ISO 14001, ყველაზე სუფთა წყლის, ქვიშის, სერვისის და ტურიზმის სფეროში. 

 

 ცნობილია კოსტა დორატას სანაპირო და ოქროს ქვიშიანი სანაპირო ზოლი, ნუდისტების თავშეყრის ადგილი ). გამორჩეულია თბილი მიკრო კლიმატით. თვით ქალაქიც მომაჯადოებელი სილამაზისაა. აქვეა კატალონიური ღვინის მარნები, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ადგილობრივი ღვინო (Cave ) ქალაქი ცნობილია კინო - თეატრის ფესტივალებით, კარნავალებით, კონცერტებით. მთელი წლის განმავლობაში აქ ტურისტების სიმრავლეა. ხმელთაშუა ზღვა, ზღაპრული ქალაქი და ღამის აქტიური ცხოვრება დაუვიწყარს გადხის თქვენს მოგზაურობას ამ ლამაზ კატალონიურ ქალაქში, სადაც სიცოცხლე მუდამ ჩქეფს! ავიარეისები ხორციელდება თბილისიდან ბარსელონის მიმართულებით ბარსელონადან მატარებლით 30 წუთში ჩახვალთ სიჯიში.

შეგვიკვეთეთ ტური წინასწარ და დაზოგეთ დრო და თანხა!!!